ერდოღანმა მიწისძვრის რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში მიწისძვრა ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ კატასტროფად იქცა.

მისი თქმით, სტიქია თურქეთში 13 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხო.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთის აეროპორტების ნაწილი ემსახურება მხოლოდ ჰუმანიტარულ ფრენებს და თვითმფრინავებს დაშავებულების დასახმარებლად.

თურქეთის პრეზიდენტმა დაზარალებული რაიონები სტიქიური უბედურების ზონად დაასახელა და მათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულ 10 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით იქნება შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები