თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3419-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3140-მდე გაიზარდა, მანამდე 3381 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა, ფუათ ოქთაიმ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 20 534 ადამიანია დაშავებული. მანამდე 20 436 დაშავებულის შესახებ არსებობდა ინფორმაცია.

მისი თქმით, უამინდობა აფერხებს დაზარალებულ რეგიონებში დახმარების მიწოდებას.

„ადგილზე მუშაობს 12 181- კაციანი სამაშველო ჯგუფი“, – დასძინა ვიცეპრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თურქეთს 14 ქვეყანა ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები