მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის შეფასებით დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე 2014 წლიდან გაწეული ძალისხმევა და მისი შედეგები

საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ევროკავშირის შეფასებით, რომლითაც დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე 2014 წლიდან გაწეული ძალისხმევა და მისი შედეგები,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისიის ანგარიშები, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მოწმობს, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების კუთხით საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს დღეს ჰქონდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამ სტატუსით ასრულებდეს ევროკავშირის რეკომენდაციებს, ისე როგორც უკრაინა და მოლდოვა.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტად რჩება იმისთვის, რომ საქართველოს ხელი არაფერმა შეუშალოს შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ანგარიშებმა საქართველოს უპირატესობა ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, ბუნებრივია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტად რჩება იმისთვის, რომ საქართველოს ხელი არაფერმა შეუშალოს შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
გასულ წელს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გვქონოდა თვალსაჩინო პროგრესი. ასეც მოხდა იმ საკითხებში, სადაც წინსვლა დიდწილად საპარლამენტო უმრავლესობაზე იყო დამოკიდებული. რეკომენდაციები უმეტესად შესრულებულია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. არის საკითხები, რაც მოითხოვს ოპოზიციის უფრო მეტ ჩართულობას და მეტ მონდომებას, იმისთვის, რომ ქვეყანამ მოპოვებული ევროპული პერსპექტივა დროულად და სათანადოდ გამოიყენოს“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები