შსს-მ ხაშურში პროსტიტუციის ბრალდებით 41 წლის ქალი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ გომში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანანა ქ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ გომში მდებარე ერთ-ერთ თურქულ სასადილოში არსებულ ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის ქალბატონებს სისტემატურად გადასცემდა. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.