დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა – წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია ორი ადამიანი

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. როგორც “კვირას” ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა, ადგილზე გამოცხადებულია ევაკუაცია. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა და მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილზე ვითარების გასაცნობად უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლები, ასევე გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
განმეორებითი მეწყერი იმავე ადგილას ჩამოწვა, სადაც მიმდინარე წლის მაისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები