თურქეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე, 100 ბიძგი დაფიქსირდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე, 100 ბიძგი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განმარტებით, დროთა განმავლობაში ბიძგების სიხშირე და სიდიდე მცირდება, თუმცა, 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიწისქვეშა ბიძგები მუდმივ საფრთხეს უქმნის სამაშველო ჯგუფებს და გადარჩენილებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 3 000-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები