შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი, ბარენდ ლეიტსი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები