თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 5606 შენობა ჩამოინგრა.
მათივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 19 574 მაშველია ჩართული.
ადანას, ელაზიგსა და დიარბაქირში ფრენები გრძელდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სტიქიის ზონაში მისვლა სურთ, ხოლო კაჰრამანმარაშის და ჰატაის აეროპორტებში, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდნენ, ფრენები შეჩერებულია.
როგორც თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იუწყება, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა.