მოსკოვში მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის მოპარვა სცადეს

მოსკოვის ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელიც მავზოლეუმიდან ვლადიმირ ლენინის ცხედრის მოპარვას ცდილობდა.

როგორც რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება, 42 წლის მამაკაცი მოსკოვის წითელ მოედანზე ღამით მივიდა და მავზოლეუმის კარის გაღება სცადა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მალევე დააკავეს. როგორც მან განაცხადა, მას მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის მოპარვა სურდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, მამაკაცს ინტოქსიკაციის გამო ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები