მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ერთ-ერთ პორტში ხანძარი გაჩნდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ მიწისძვრის შემდეგ ნავსადგურის ნაწილში ბეტონის საფარი დაზიანდა.

CNN Türk-ის ცნობით, დაახლოებით 17:00 საათზე ისკენდერუნის პორტში მდებარე საწყობში ერთ-ერთი კონტეინერი ამობრუნდა და გაურკვეველი მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 700-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები