სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 810-მდე გაიზარდა, 2280-ზე მეტი დაშავდა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 810-მდე გაიზარდა, ხოლო 2284 დაშავდა.

ამის შესახებ სააგენტო SANA იტყობინება.

დაღუპულთაგან, სულ მცირე, 430-ია მთავრობის მიერ კონტროლირებად ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და ტარტუსში. აქვე 1,284 დაშავებულია.

რაც შეეხება ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებს – აქ, სულ მცირე, 380 დაღუპული და 1000 დაშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები