თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, გიურუნიდან 23 კილომეტრის დაშორებით კიდევ ერთი, ამჯერად 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ერთი საათის წინ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ბათუმშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები