“თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 10 000-მდე გაიზარდოს” – აშშ-ის გეოლოგიური სამსახური

აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში (USGS) განაცხადეს, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 10 000-მდე გაიზარდოს.

უწყების შეფასებით, ალბათობა იმის, რომ მსხვერპლი 1000-დან 10 000-მდე იყოს 47%-ს შეადგენს; 100-დან 1000-მდე – 27%; ხოლო 10 000-დან 100 000-მდე 20%-ია.

ამის შესახებ USGS-ზე დაყრდნობით CNN წერს.

აღნიშნულია, რომ USGS-ის შეფასებები რეგიონში ისტორიულ მიწისძვრების, მოსახლეობის რაოდენობის, ასევე, შენობების მდგრადობის მოდელირებას ეფუძნება.

“სავარაუდოა დიდი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი. კატასტროფა, სავარაუდოდ, ფართოდ არის გავრცელებული. ამ რეგიონის მოსახლეობა ცხოვრობს ნაგებობებში, რომლებიც უკიდურესად დაუცველია მიწისძვრების მიმართ, თუმცა, ზოგიერთი მდგრადი შენობაც არის”, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, 1-დან 10 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს, რაც შესაძლოა, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები