„დავით ბაქრაძე ბრძენი კაცია და სიმართლეს არ გაექცევა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტებს ეხმაურება. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს.
„როდესაც მედიაში ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენივე კანონმდებლობით, პროკურატურა ვალდებულია, საკითხით დაინტერესდეს, მით უმეტეს, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ ფაქტის გამოძიება მოხდება. ვფიქრობ, დავით ბაქრაძე ბრძენი კაცია და სიმართლეს არ გაექცევა. ასევე იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წუწუნს და ქილიკს არ დაიწყებს, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება. თუ სიმართლის არ ეშინიათ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბაქრაძემ პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს და საზოგადოებამ ჭეშმარიტი, ობიექტური სინამდვილე გაიგოს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები