ევროკავშირი მზად არის, დახმარება თურქეთსა და სირიას გაუწიოს

ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, დახმარება გაუწიონ თურქეთს და სირიას, სადაც მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა.

მან ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

“გამომდინარე იქიდან, რომ შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ მევლუთ ჩავუშოღლუს და სირიას, რომ კოორდინირება გაუწიონ ევროკავშირს ამ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევისთვის“, – დაწერა ბილსტრომმა “ტვიტერზე”.

იტალიის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, თურქეთში სამოქალაქო თავდაცვის სპეციალისტები გაგზავნოს, მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად.

„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, რომ გამომეხატა იტალიის სიახლოვე და მეთქვა, რომ ჩვენი თავდაცვის სამსახური მათ განკარგულებაშია”,- დაწერა მან “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები