თბილისის საკრებულომ მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში ცვლილებები შეიტანა

თბილისის საკრებულომ მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული დადგენილება არეგულირებს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი სახსრებით, ინვესტორის მონაწილეობის გარეშე, მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლებას და მესაკუთრეებისთვის ახალი ბინების გადაცემას დასრულებული რემონტით. თუკი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება არა იმავე მიწაზე, რომელზეც განთავსებულია ავარიული კორპუსი, არამედ სხვა, ალტერნატიულ მიწაზე, მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება აღნიშნული ჩანაცვლება განახორციელოს ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
„პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზემოთ ნახსენები მოდელის არსებობისას მესაკუთრეები იმ შემთხვევაში თანხმდებიან ახალ ბინაში გადასვლას, თუ პროექტი რეალურად დაიწყება და განხორციელდება, შესაბამისად, იმის დასაზღვევად, რომ რამდენიმე ოჯახის უარის გამო არ დაიჩაგრონ დანარჩენი მოსახლეები, საკრებულომ მიანიჭა უფლება თბილისის მერიას პროექტი განახორციელოს ახალი წესის მიხედვით. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ, თუკი ავარიული შენობის ჩანაცვლება ხდება მისი დემონტაჟით, ამას ყველა მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. ასევე ამ დადგენილებით განისაზღვრა კომპენსაციის წესი იმ პირთა მიმართ, რომლებიც აქირავებენ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართებს შესაბამის ავარიულ კორპუსში”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები