კადიროვის 26 წლის ძმისშვილი ჩეჩნეთის ქონების და მიწის მინისტრად დაინიშნა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ძმისშვილი, 26 წლის ხამზათ კადიროვი რეგიონის ქონების და მიწის მინისტრად დაინიშნა.
ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა ხამზათ კადიროვი, რომელიც “ნიჭიერი და აღმასრულებელი ლიდერია. მან ეს დაამტკიცა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე მაღალი შედეგების მიღებით. ვუსურვებ მას წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“.
ხამზათ კადიროვმა 2012 წელს ხაფიზის სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც აჰმათ-იურტში ზელიმხან კადიროვის (რამზან კადიროვის უფროსი ძმა) სახელობის სკოლის დირექტორად დაინიშნა.
2017 წელს დაამთავრა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტი. მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები რეგიონში, მათ შორის, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწის, კურჩალოევსკის მუნიციპალური ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრისა და ჩეჩნეთის სამდივნოს უფროსის თანამდებობა.