“მოლდოვა უკრაინის გზას ადგას” – იგორ დოდონი
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყანაში უკრაინულ სცენარს ახორციელებს, რაც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის და სახელმწიფოს ინტერესებს, – განაცხადა რესპუბლიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იგორ დოდონმა.
„მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებებს, მის მზადყოფნას, ატაროს მოლდოვა უკრაინის გზაზე, მოახდინოს ნატო-ში მოლდოვას ინტეგრირება – არაფერი აქვს საერთო არც ქვეყნის ინტერესებთან და არც მისი მოქალაქეების ინტერესებთან“, – განაცხადა დოდონმა.
მისივე თქმით, სანდუ მკაცრად მიჰყვება იმავე სცენარს, რაც განხორციელდა უკრაინაში: ოპოზიციის ლიკვიდაცია, ხურავს რუსულენოვან ტელეარხებს.
ამასთან, მისი განმარტებით, რეგიონში არსებული მდგომარეობა კიევის მსგავსმა ქმედებებმა გამოიწვია.
“მოლდოველებს სურთ მშვიდობა, სახელმწიფოებრიობისა და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან. ჩვენს მოქალაქეებს არ სურთ ვინმესთან ბრძოლა, არ სურთ ვინმეს გეოპოლიტიკურ თამაშებში ქვემეხის საკვები გახდნენ”, – ხაზგასმით აღნიშნა დოდონმა.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთი მოლდოვას “შემდეგი უკრაინისთვის” აკვირდება.
ამავე კონტექსტში საქართველოზე საუბრისას, რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა, თბილისმა ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელა.
მისივე თქმით, “ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ასევე სურთ, საქართველო მორიგ “გამაღიზიანებლად” გადააქციონ, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში”.