აწვდის თუ არა ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს – ლავროვის პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კარგად მუშაობს.

ამის შესახებ მან დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აწვდის თუ არა ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს, როგორც ამას დასავლეთში ამბობენ, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ “დასავლეთის ქვეყნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადანაშაულებენ ხან ჩრდილოეთ კორეას, ხან ირანს ან კიდევ სხვა ვინმეს, რომ თითქოს ისინი ეხმარებიან რუსეთს იარაღით”.

“მაგრამ, ჩვენ გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები