“ხელს ვუწყობთ “3+3″ ფორმატს და გავაგრძელებთ” – ლავროვი

რუსეთი ხელს უწყობს “3 + 3” ფორმატს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებაზე კონსტრუქციულ აქცენტს გულისხმობს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველი შეხვედრები შედგა. გავაგრძელებთ“, – თქვა ლავროვმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მიზანია, ხელი შეუწყოს 2021 წლის დეკემბერში დაწყებული “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას.

„ეს პლატფორმა, სადაც დაგეგმილია, რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, სასარგებლო და დროულია“, – აღნიშნეს სამინისტროში.

“3+3” ფორმატი 6 სახელმწიფოსგან შედგება – აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე, რუსეთი, ირანი და თურქეთი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამ დრომდე ფორმატის რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები