“მათ ასევე სურთ, საქართველო მორიგ “გამაღიზიანებლად” გადააქციონ, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა, თბილისმა ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელა.

ამის შესახებ მან „რუსეთი 24“-ის ეთერში, დასავლეთის სანქციებს დაქვემდებარებულ დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში თქვა.

ლავროვის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის „გამაღიზიანებლად“ აქციოს.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად არის მთავრობა, რომელიც, უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი უკვე არსებობს, პრემიერი და საქართველოს მთავრობა ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს“, – თქვა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ ყველაფერი ეს “პასუხობს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს”.

“მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ასევე სურთ, საქართველო მორიგ “გამაღიზიანებლად” გადააქციონ, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში”, – თქვა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები