NDI: გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-ისთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“.

გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

შეკითხვაზე – საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 39% ამბობს, რომ არცერთი პარტია, 25% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“; უარი პასუხზე – 10%; არ ვიცი – 7%; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 6% ასახელებს; სხვა პარტიები – 13%.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები