ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, კიევში ევროკომისიის საბჭოს კოლეგია ჩავიდა.

ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა.

„სასიამოვნოა, რომ მეოთხედ დავბრუნდი კიევში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ამჯერად, ჩემი კომისრების გუნდთან ერთად. ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და მზად ვართ უფრო ღრმა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

დელეგაციას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის ვიცეპრემიერი, ოლგა სტეფანიშინა და უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მატი მაასიკასი დახვდნენ.

ხვალ, 3 თებერვალს კიევში “უკრაინა-ევროკავშირის” სამიტი გაიმართება, რომელშიც განხილვის საკითხი იქნება – ანტირუსული სანქციები, „მშვიდობის ფორმულა“ და შემდგომში უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები