ირაკლი ზარქუა: უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია
“უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე – რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას სააკაშვილი“.
ზარქუას თქმით, ეს ქმედება მისთვის გაუგებარია.
„ძალიან ვწუხვარ… უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას”, – აცხადებს ზარქუა.