“უკრაინაში ომის გამო, რუსეთმა იარაღის ბაზარზე როლი დაკარგა” – ბრიტანეთის დაზვერვა
უკრაინაში შეჭრამ და საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის, როგორც იარაღის საიმედო ექსპორტიორის როლი შეარყია.
ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ იარაღის საერთაშორისო ბაზარზე რუსეთის წილი ომამდეც მცირდებოდა, ახლა კი პარტნიორებისთვის ახალი იარაღის მიწოდებას რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მის განლაგებას ამჯობინებს.
“ნაწილების დეფიციტი, ასევე, გავლენას ახდენს ექსპორტისთვის აღჭურვილობის წარმოებაზე, როგორიცაა ჯავშანტექნიკა, საბრძოლო შვეულმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. გარდა ამისა, რუსეთის შესაძლებლობა, მოემსახუროს არსებულ კონტრაქტებს – მიაწოდოს ნაწილები და განახორციელოს ტექნიკური მომსახურება – სავარაუდოდ, სერიოზულად შეირყევა, კიდევ სამი-ხუთი წლის განმავლობაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.