“რუსეთს ნახევარი მილიონი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და შეტევისთვის ემზადება” – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა უკრაინაში შეჭრის წლისთავი შესაძლოა, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ახალი იერიშით “აღნიშნოს”.

ამის შესახებ მინისტრმა ფრანგულ BFMTV-თან საუბარში თქვა.

“ჩვენ ვერ დავკარგავთ ინიციატივას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსები სიმბოლოებით ცხოვრობენ, მათ შესაძლოა, რაღაც სცადონ 24 თებერვალს. ჩვენ მტერს სათანადოდ ვაფასებთ”, – თქვა რეზნიკოვმა.

მინისტრის გათვლებით, რუსეთს, დაახლოებით, 500 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

„მათ ოფიციალურად 300 000 გამოაცხადეს, მაგრამ როდესაც საზღვრებზე ჯარს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ეს ბევრად მეტია“, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები