ჩერნიგოვის რეგიონის დაბომბვას 4 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ჩერნიგოვის რეგიონის სოფელი ელინო დაბომბეს, რასაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
“ჩრდილოეთის” სარდლობის ინფორმაციით, ჭურვი სარდაფს მოხვდა, სადაც ადამიანები იმალებოდნენ.
ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა დაწერა, რომ იერიშის შედეგად ერთი პირი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.