რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კრამატორსკი “ისკანდერ-K” რაკეტით დაბომბეს.
დონეცკის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 8 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა.
წინასწარი მონაცემებით, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა.
ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები რჩებოდნენ.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.