ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს, – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას და ამ საკითხმა ბლოკის 27 წევრ ქვეყანას შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების მზაობა მხოლოდ საფრანგეთმა გამოთქვა. გერმანია და დიდი ბრიტანეთი აღნიშნული საკითხის განხილვისთვის მზად არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები