The Washington Post: უფრო მეტი ამერიკელი ამბობს, რომ აშშ უკრაინას ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს

უფრო მეტი ამერიკელი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ომით განადგურებულ უკრაინას ზედმეტად დიდი დახმარება გაუწია, – ამის შესახებ The Washington Post-ი ამერიკული კვლევითი ცენტრ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების დაახლოებით მეოთხედი ახლა ამბობს, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა სექტემბრის შემდეგ და 19%-ით გასული წლის მარტიდან.

ამასთან, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს უკრაინას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ იმ ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რესპუბლიკელთა შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს.

ათიდან ექვსი დემოკრატი და დემოკრატების მხარდამჭერი კი თვლის, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23% კი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.

გამოცემის თანახმად, კვლევაში მონაწილეობა 5 152 -მა ადამიანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები