გია ცაგარეიშვილი: იცით რამდენი სურათი შემიძლია გავუგზავნო პირადად ბატონ ზელენსკის სააკაშვილის მიერ ნაწამები და დახოცილი ხალხის? მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი

როდესაც ბატონი ზელენსკი ან ევროკავშირიდან ჩვენი ძვირფასი კოლეგები მიგვითითებენ და საქართველოს მთავრობას ამუნათებენ: „გამოუშვით სააკაშვილი ციხიდან“, ეს გვასწავლეთ, ბატონებო მთელი ამ 32 წლის განმავლობაში ევროპისკენ გზაზე, რომ მთავრობამ დამნაშავე ციხიდან გამოუშვას? თქვენ ხომ სხვანაირი ევროპა მასწავლეთ, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის ფოტოების ჩვენებას გამოეხმაურა.

„იცით რამდენი სურათი შემიძლია პირადად ბატონ ზელენსკის გავუგზავნო სააკაშვილის მიერ ნაწამები და დახოცილი ხალხის? მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. სხვათა შორის, ბატონ ზელენსკის უნდა ეფიქრა, როცა ეკონომიკურ საბჭოს მდივნად ნიშნავდა კრიმინალს, ძებნილს, ადამიანის მკვლელების მფარველს, ადამიანების მწამებელს (ვალერი გელაშვილს ვგულისხმობ), არჩევნების გამყალბებელს, ტერორს რომ უწყობდა თავის ხალხს 9 წლის განმავლობაში. სანამ მაღალ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ ჩვენს ძვირფას უკრაინელ კოლეგებს. მოწიწებით. ომში არიან დაუნდობელ მტერთან და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები