სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს

არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ევროპამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღოს.

„საქართველოს ევროკავშირის ფორმალური კანდიდატობის სტატუსის არმიღების კიდევ ერთი საშუალება არ გააჩნია, რადგან ეს წაახალისებს რუსეთს, რომ საქართველო „რუხ ზონად“ წარმოიდგინოს მისი ამბიციებისთვის.

თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები