საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე, FBI ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დელავერის შტატში, ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს.

ბაიდენის ადვოკატის ინფორმაციით, საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევას.

„დღეს, პრეზიდენტის სრული მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებს დაგეგმილ ჩხრეკას მის სახლში რეჰობოთ-ბიჩზე, დელავერის შტატში.

იუსტიციის დეპარტამენტის სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ოპერატიული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცედურა წინასწარი საჯარო შეტყობინების გარეშე ტარდება და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია პრეზიდენტის პირადი ადვოკატის, ბობ ბაუერის განცხადებაში.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში, ყოფილ ოფისსა და სახლის ავტოფარეხში საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. FBI-მ და იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების განყოფილებამ დოკუმენტების განხილვა უკვე დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აღმოჩენილი დოკუმენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები