გიორგი ამილახვარი: სწორი რეფორმები, რომელსაც გეგმაზომიერად „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უკვე პირდაპირ აისახება რეიტინგებში – ვხედავთ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც დღეს საქართველოშია
“სწორი რეფორმები, რომელსაც გეგმაზომიერად, ყოველწლიურად „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უკვე პირდაპირ აისახება რეიტინგებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ხედავს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც დღეს საქართველოშია.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ ჩვენი ოპონენტები, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ იმ აღიარებებს, შედეგებსა და ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც დღეს საქართველოშია. ის მართლმსაჯულების სწორი რეფორმა, რომელსაც გეგმაზომიერად, ყოველწლიურად „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უკვე პირდაპირ აისახება რეიტინგებში“, – აღნიშნა ამილახვარმა.