მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილს არ სურს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას სასჯელის მოხდა მოუწევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ სურს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას სასჯელის მოხდა მოუწევს.
“უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, რა არის აქტუალური პრობლემა და რა არის ამის მიზეზი – პრობლემა თავიდან ბოლომდე უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილს არ უნდა, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას მოუწევს სასჯელის მოხდა, რომელიც მან დაიმსახურა. მინდა, საზოგადოებამ მიაქციოს ყურადღება იმას, რომ პრაქტიკულად არავინ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ეს სასჯელი არ დაიმსახურა, რომ არ ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ, მაგალითად, გელაშვილის ცემის ფაქტი არ არის დანაშაული, რომლისთვისაც აუცილებელი არ არის თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.