რუსეთი მზად არის საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა განაახლოს, მაგრამ ამას ქართული მხარის თანხმობა სჭირდება, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
ამის შესახებ მან რუსულ РБК-ს უთხრა.
„ბუნებრივია, ჩვენ საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმსჯელობთ, ვცვლით მოსაზრებებს. მაგრამ არსებობს გამონათქვამი, რომ ტანგოს ორი სჭირდება. და თუ დუეტის ერთ-ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, მაშინ დაძალება საჭირო არ არის. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – თქვა კარასინმა.