ვოლსკი – სააკაშვილზე: ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი
ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაციებს.
„როგორ შეიძლება, მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიმდინარეობდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე. მეტიც, ექსპერტიზაზე აცხადებს უარს. უფრო მეტიც, კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული. უფრო მეტიც, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი“, – ამბობს ვოლსკი.