დავით კირკიტაძე: ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ლევანს ვეთანხმები ერთ რამეში, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლა, მოცემულ ეტაპზე, იმის გამო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მზადაა, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს და პარტიის ცენტრალური ოფისი “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმოს.