ბექა ლილუაშვილი: ვერ გავიგე, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიაა, თუ ერთი ადამიანის გათავისუფლების სპეცრაზმი?

ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პარლამენტის დატოვებით ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდნენ, ეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი იქნებოდა და ახლა ზეწოლის მექანიზმს ჩუქნის და უცვლის სააკაშვილის გადაყვანაში ხელისუფლებას?, – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “ნაცმოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მზად არიან, პარლამენტი და საკრებულოები დატოვონ.

„ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პარლამენტის დატოვებით ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდნენ, ეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი იქნებოდა და ახლა ზეწოლის მექანიზმს ჩუქნის და უცვლის სააკაშვილის გადაყვანაში ხელისუფლებას? მგონი, ეს იყო ემოციური და ნაჩქარევი განცხადება, რასაც მისი პარტიის წარმომადგენლებიც არ ეთანხმებიან. ოპოზიციის ამ ნაწილმა უნდა მოახერხოს თავის ამომრჩეველთან კავშირის აღდგენა და პარლამენტის დატოვებაზე კი არა, ტრიბუნების აქტიურ გამოყენებაზე უნდა იფიქრონ. პარლამენტში მათი ფლანგი ცარიელია ხოლმე. პარლამენტი სახელმწიფო ინსტიტუტია, სადაც თითოეულ დეპუტატს აქვს ვალდებულება, მანდატი ხალხის ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვერ გავიგე, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიაა, თუ ერთი ადამიანის გათავისუფლების სპეცრაზმი?“, – თქვა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები