გურამ მაჭარაშვილი: ახლა დაიწყება მთავარი ფილმი – „ნაცმოძრაობის“ დაშლის, ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია არა ორად, არამედ რამდენიმე ნაწილად იშლება.

“საინტერესოა ის, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არჩევნები იყო ჟურნალი და ახლა დაიწყება მთავარი ფილმი – „ნაცმოძრაობის“ დაშლის. ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება, ოღონდ, „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, სახალისო. ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და მომავალიც დაისამარეს, უკვე ორად კი არა, რამდენიმე ნაწილად იშლებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები