გურამ მაჭარაშვილი: თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რაიმე წონა აქვს, ძალიან ცდება – „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია

“ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები ან პარლამენტში, ან საკრებულოში და, მით უმეტეს, მათი ოფისი?”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია.

„თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათი მანდატები რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რაიმე წონას წარმოადგენს, ძალიან ცდება. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ბატონმა ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა უკვე არასერიოზულობით დაიწყო. მან უკვე აღიარა, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან და სხვას არც არაფერს მოველოდით. „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია. ახლა მთავარია, რომ 2024 წლისთვის ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მოემზადოს და ეს მარგინალური ბოროტების ძალა ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ძალით ჩაანაცვლოს“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მზადაა, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს და პარტიის ცენტრალური ოფისი “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები