Reuters: აშშ უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს გადასცემს

უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, ვაშინგტონი კიევისთვის 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადაცემას გეგმავს.

ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს – Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB).

აშშ-შვედური რაკეტების გაშვება, მათ შორის, შესაძლებელია​ HIMARS-ის დანადგარებიდან და მათ შეუძლიათ მოძრავი სამიზნეების განადგურება მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე.

ამ დრომდე რაკეტების დაფარვის მაქსიმალური დიაპაზონი, რომელიც უკრაინელებისთვის გადაუციათ, იყო 80 კილომეტრზე ოდნავ მეტი.

უკრაინა დიდი ხანია, სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს, რომელთა დაფარვის დიაპაზონია 300 კილომეტრი.

Reuters-ის ცნობით, ახალი, 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მიმდინარე კვირას გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები