თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი

თურქეთის ქალა ტოკატთან სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 დაშავდა.

ამის შესახებ გაზეთი Yeni Şafak-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 05:30 საათზე ტოკატ-სივასის გზატკეცილზე მოხდა.

ავარიის შედეგად, ავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 15 ადამიანი კი დაშავდა, მათგან ოთხი – მძიმედ.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები