ირანში წყვილს “თეირანის კარიბჭესთან” ცეკვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ირანში 21 წლის ქალს და მის 22 წლის საქმროს თეირანის სიმბოლოსთან, რომელიც ცნობილია – როგორც “თეირანის კარიბჭე”, გადაღებული საცეკვაო ვიდეოსთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასტიაჟ ჰაგიგი და ამირ მოჰამად აჰმადი დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებრივი პროსტიტუციისა და გარყვნილების წახალისებაში“ და, „ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის მიზნით, შეკრების გამართვაში“.

წყვილის რომანტიკულმა ვიდეორგოლმა “ინსტაგრამში” მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, წყვილის ცეკვა არ შეიცავდა რაიმე პოლიტიკურ გზავნილს, თუმცა, ჰაგიგის ჰიჯაბი არ უკეთია, რაც აკრძალულია ირანში მოქმედი ისლამური წესებით.

გარდა ამისა, ქვეყანაში ქალებს საჯაროდ ცეკვა ეკრძალებათ, განსაკუთრებით – მამაკაცთან.

რაც შეეხება ცეკვის ადგილს და ფონს, “თეირანის კარიბჭეს”  დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები