“რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება” – ოლექსი დანილოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, სცადოს ფართომასშტაბიანი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს, – თქვა Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს.

“რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება. ის აგროვებს ყველა შესაძლო ძალას, ატარებს წვრთნებს და სწავლებას”, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, უმძიმესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროებს ახლა გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის, ბრიტანეთისგან, ვიდრე ერთი წლის წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები