“ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართება.

მისი თქმით, “ზოგადად, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა ამ სიტყვის სრული გაგებით”.

„ველოდებით სიახლეებს უკრაინისთვის. ჩვენ ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისგან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუტებსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ თანამშრომლობის დონეს, ისევე როგორც ჩვენს პროგრესს, რაც აშკარაა სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა ახალ რეფორმებს ამზადებს, რომლებიც მრავალმხრივ შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას და გახდის მას უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები