ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გადაიდო. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ავრცელებს ინფორმაციას.
„ჩვენ მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა ჩართულობისთვის მზად ვართ“, – წერს კლაარი Twitter-ზე.
როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც 2023 წლის თებერვლის ბოლოს უნდა გამართულიყო, აპრილში გაიმართება.
„თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
We had to postpone the next GID round but are ready to engage. pic.twitter.com/cEOwP3omnS
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) January 31, 2023