ირაკლი ქადაგიშვილი: სერიოზულად რომ შევაფასოთ ხაბეიშვილის განცხადება, ცოტა რთულია – მან ამით გააკეთა დემონსტრირება იმის, თუ სადაა მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ინტელექტი

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ახალარჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ მზადაა, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს.

“სერიოზულად რომ შევაფასოთ მისი ეს განცხადება, ცოტა რთულია იმიტომ, რომ მან ამით გააკეთა დემონსტრირება იმის, თუ სადაა მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ინტელექტი. ყველაზე დიდი ფრაქციის საპარლამენტო პარტია ამბობს, რომ მე დავტოვებ პარლამენტს, საკრებულოებს და ა.შ. ანუ, საერთოდ აცდენილია იმას, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი, საპარლამენტო პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით. ამ საარჩევნო კამპანიის დროს მათი მთავარი ლოზუნგები და საკამათო თემა იყო – ვინ უფრო მაგარი მხარდამჭერი იქნება მიხეილ სააკაშვილისა. ახლა გახდნენ თავიანთივე წამოწეული ლოზუნგის მძევლები. პირველი შედეგები ამ პოლიტიკისა დავინახეთ, როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ასეთ აბსურდში მუშაობა შეუძლებელია, მერე ვიღაცამ მიკერძოებაში არ ჩათვალოს ჩემი პოზიცია და გადავდგები ფრაქციის თავმჯდომარეობიდანო. დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა. ეს არის იმ შიდა დესტრუქციის გაგრძელება, რაც ამ მთელი ბოლო თვეების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის შიგნით ხდება. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს არის შიდა რადიკალიზაცია, რომელიც იწვევს ,,ნაციონალური მოძრაობის,, ჩამოშლას. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი შიდა პრობლემა და არა – “ქართული ოცნების” განსახილველი საკითხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები