იაგო ხვიჩია: ის ხალხი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი „ნაცმოძრაობის“ მიმართ, ხაბეიშვილის არჩევით კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყო

„ნაცმოძრაობაში“ არსებულ რეალობას არ შეუძლია, მოიზიდოს ახალი ამომრჩევლები, პირიქით, ხელს შეუწყობს ამომრჩევლების კარგვას, უბრალოდ, არავინ იცის, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ ოპოზიციური პარტიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ხალხი ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყო.

„ის ხალხი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ხაბეიშვილის არჩევით კიდევ უფრო სკეპტიკურად განწყობილი გახდა. მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არსებულ რეალობას არ შეუძლია, მოიზიდოს ახალი ამომრჩევლები, პირიქით, ხელს შეუწყობს ამომრჩევლების კარგვას, უბრალოდ, არავინ იცის, რამდენად სწრაფად მოხდება ეს. შესაძლოა, იმდენად სწრაფად არ მოხდეს, რომ ვთქვათ, ერთი არჩევნები კიდევ მოხდეს გათამაშება „ნაცმოძრაობის“, როგორც საფრთხობელასი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან სარისკოა ეს ნაბიჯი. „ქართული ოცნების“ ადგილას მე გამიჭირდებოდა ამის გარისკვა, რადგან შესაძლოა, უცებ წინასაარჩევნოდ ამ მტრის ხატისგან არაფერი დარჩეს და სახელდახელოდ მოუწიოთ რამის მოფიქრება“, – თქვა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები