ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი რეცეპტი ასეთია – კარგია სუსტი „ნაცმოძრაობა“, რათა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება იყოს ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასუსტებული „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის კარგია.

„მე მგონია, რომ ჩვენ არ გვჭირდება არც იაგო ხვიჩიას და არც სხვისი პროგნოზები და რეცეპტები. ჩვენ მარტივად და გასაგებად ვთქვით: დასუსტებული „ნაცმოძრაობა“ კარგია ქართული პოლიტიკური ცხოვრების გამოჯანსაღებისთვის. ამიტომ, ჩვენი რეცეპტი ასეთია: კარგია სუსტი „ნაცმოძრაობა“, რათა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება იყოს ქვეყანაში, პირველ ყოვლისა, – ოპოზიციურ ფლანგზე. ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ არ გვჭირდება არავის საფრთხობელად. ჩვენი წარმატებისთვის გვჭირდება იმ 10%-იანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელზეც მთავრობა მუშაობს, და ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც იქმნება ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი ამ პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები